GEO   ENG
დღეს დაემატა 6 და განახლდა 139 კომპანია
ელ-ფოსტა პაროლი  
პაროლის აღდგენა  
Business Catalog

F.A.Q.


1. რამდენი ორგანიზაციაა „ბიზნეს კატალოგში“?

20 000-მდე ორგანიზაცია.


2. რამდენი კომპანიის ინფორმაცია ემატება „ბიზნეს კატალოგს“ თვეში?

საშუალოდ თვეში ემატება 500-მდე კომპანიის პროფილი და ახლდება 1,000-მდე


3. თქვენს ბაზაში მხოლოდ შ.პ.ს. და ს.ს. იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებია?

არა, „ბიზნეს კატალოგს“ გააჩნია რესურსი მოიცვას ნებისმიერი სამართლის ფორმის ორგანიზაცია, რაც განსაზღვრულია სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში.

  • შ.პ.ს.
  • ს.ს.
  • სსიპ
  • ინდ. მეწარმეებზე
  • კომანდიტური საზოგადოება
  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  • კოოპერატივი
  • არასამეწარმეო პირი
  • უცხოური საწარმოს ფილიალი
  • უცხორული არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი
  • სამეწარმეო ამხანაგობა

 

4. რას ნიშნავს კომპანიის პროფილი?

კომპანიის პროფილი ეწოდება კომპანიის შესახებ სრულ ინფორმაციას (იურიდიული რეკვიზიტები, დამფუძნებლები, ფინანსური მაჩვენებლები, ისტორია, კორპორატიული სტრუქტურა და სხვ). დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით შ.პ.ს. BIA-ს პროდუქტებს.


5. რას ნიშნავს მარკეტინგული სია? მოიძიეთ ახალი კლიენტები?

მარკეტინგული სია და მომსახურება „მოიძიეთ ახალი კლიენტები“ საშუალებას გაძლევთ მოიძიოთ კომპანიები ან ინდივიდუალური პირები სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (ბრუნვა, თანამშრომელთა რ–ბა, ადგილმდებარეობა, თანამდებობები, იმპორტ–ექსპორტი და სხვა) და შედეგად მიიღოთ თქვენთვის სასრუველი ინფორმაცია შესაბამისი კრიტერიუმების მითითებით (საკონტაქტო ინფორმაცია, დირექტორის სახელი, გვარი, და ა.შ.)


6. რას ნიშნავს ფუნქცია „იპოვეთ ბიზნესმენი“?

„ბიზნეს კატალოგის“ ეს მომსახურება საშუალებას მოგცემთ სახელითა და გვარით ან პირადი ნომრით იპოვოთ პიროვნების შესახებ ბიზნეს ინფორმაცია. მაგ; ესა თუ ის პიროვნება რომელი ორგანიზაციის დამფუძნებლად ფიქსირდება, რამდენია მისი მფლობელის წილი.


7. რას გულისხმობს „ბიზნეს კატალოგზე“ წვდომა?

წვდომა გულისხმობს, რომ თქვენ გეძლევათ საშუალება დაათვალიეროთ ნებისმიერი კომპანიის პროფილის ის ინფორმაცია, იმ პაკეტის გათვალისწინებით, რომელიც შეიძინეთ. ასევე გეძლევათ შესაძლებლობა თქვენთვის სასურველი კრიტერიუმების მიხედვით დაასორტიროთ კომპანიები, მოითხოვოთ ამ კომპანიების შესახებ სასურველი ინფორმაცია და შექმნათ სამიზნე ჯგუფის სია.


8. წვდომის ხანგრძლივობა შეზღუდულია?

„ბიზნეს კატალოგის“ მომსახურების ნებისმიერი პაკეტის შეძენისას, თქვენ გეძლევათ წვდომა მინიმუმ 12 თვის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ კონტრაქტი.


9. რა მომსახურების პაკეტები გააჩნია Bcat.ge–ს?

„ბიზნეს კატალოგის“ წვდომა დაყოფილია რამდენიმე პაკეტად, რაც უფრო მოქნილსა და მორგებულს ხდის ჩვენს სერვისს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ან რამდენიმე სექციის კომბინაცია შემდეგი საინფორმაციო სექციებიდან:

  • ზოგადი სექციის გაფართოებული ძიების ფუნქციის ჩართვა
  • მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • ფინანსები

 

10. როგორ მივიღო წვდომის უფლება Bcat.ge–ზე?

დაუკავშირდით BIA–ს კორპორატიული გაყიდვების სამსახურს +99532 2195555(4003) ან ელ. მისამართზე sales@bia.ge . ჩვენი გაყიდვების სამსახური დაგეხმარებათ თქვენთვის მორგებული პაკეტის შერჩევაში.


11. როგორ ხდება გადახდა?

თქვენთვის სასურველი წვდომის პაკეტის შერჩევისას, აფორმებთ ხელშეკრულებას BIA-სთან. გეგზავნებათ ინვოისი, თანხის გადახდის შემდეგ გეძლევათ წვდომა.


12. წვდომის მინიმალური ხანგრძლივობა?

12 თვე.


13. როგორია გადახდის გრაფიკი?

სასურველია თანხა გადახდილ იქნეს წინასწარ და ერთიანად. შესაძლებელია 2 ეტაპად გაყოფა. I–ლი ნახევარი წინასწარ, II–ე ნახევარი – 3 თვის შემდეგ.


14. თუ ხელშეკრულება შევწყვიტე ვადის გასვლამდე, რა თანხას ვიხდი?

ვადის გასვლამდე ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, თქვენ იხდით სრულ ღირებულებას, რადგან ღირებულება თქვენი კომპანიისთვის მოაქვს ინფორმაციას, რომლის მიღებაც 1 დღეში შესაძლებელია და არა მარტო წვდომის ხანგრძლივობას. წვდომის ხანგრძლივობა დამატებითი სარგებელია ჩვენთან თანამშრომლობისათვის.


15. რა ღირს Bcat.ge–ზე წვდომა?

ფასი დამოკიდებულია თქვენ მიერ მოთხოვნილ კრიტერიუმებზე, სექციებსა და კომპანიების რაოდენობაზე. მარკეტინგული სიის ფასი იწყება 99 ლარიდან, წვდომის ფასების დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ BIA-ს კორპორატიული გაყიდვების სამსახურს შემდეგ მისამართზე: +99532 219 55 55 (4003) ან sales@bia.ge .


16. როგორ ავიცილო თავიდან ვადის გასვლის გამო ანგარიშის გაუქმება?

„ბიზნეს კატალოგის“ რომელიმე პაკეტის შეძენისას, თქვენ გექნებათ წვდომა 12 თვის განმალობაში, 12 თვის შემდეგ კი წვდომა შეგიწყდებათ და თქვენ შეგეძლებათ მხოლოდ თქვენი პროფილის და პირადი გვერდის ნახვას, მანამ სანამ არ გაახანგრძლივებთ ხელშეკრულებას. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ BIA-ს კლიენტთა მომსახურების პერსონალს ნომერზე: +995 32 219 55 55.


17. რომელი ინფორმაციაა ნებისმიერი ვიზიტორისთვის უფასო?

კომპანიის პროფილის ზოგადი სექცია (გაფართოებული ძიების გარეშე) ფაქტიური დასახელება, ფაქტიური საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ვებ–გვერდი), ფილიალების მისამართები, დაარსების თარიღი, სხვა იურიდიული რეკვიზიტები და ონლაინ პრესა (საიტი Prexchange.ge, სადაც მენეჯერები ანთავსებენ საკუთარ კომპანიებში მიმდინარე სიახლეებს) უფასოა ნებისმიერი ვიზიტორისთვის.


18. როგორ დავარედაქტირო „ბიზნეს კატალოგში“ არსებული კომპანია?

თუ თქვენ ბრძანდებით კომპანიის მხრიდან უფლებამოსილი პირი, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელით და შეიყვანოთ უტყუარი ინფორმაცია პირადად თქვენს შესახებ. თქვენი მონაცემების გადამოწმების შემდეგ ელ. მისამართზე მოგივათ მომხმარებლის სახელი და კოდური სიტყვა. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფუნქციით დაამატეთ თქვენი კომპანია. მოცემული საინფორმაციო ველების რედაქტირების შემდეგ, BIA-ს თანამშრომელი კიდევ ერთხელ გადაამოწმებს თქვენს მიერ შეყვანილ ინფორმაციას, რის შემდეგაც გამოჩნდება რედაქტირებული ინფორმაცია თქვენი კომპანიის პროფილის გვერდზე.


19. როგორ დავამატო კომპანია ბიზნეს კატალოგში?

თუ თქვენ ბრძანდებით კომპანიის მხრიდან უფლებამოსილი პირი, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელით და შეიყვანოთ ინფორმაცია პირადად თქვენს შესახებ. თქვენი მონაცემების გადამოწმების შემდეგ ელ. მისამართზე მოგივათ მომხმარებლის სახელი და კოდური სიტყვა. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფუნქციით დაამატეთ თქვენი კომპანია. მოცემული საინფორმაციო ველების შევსების შემდეგ, BIA-ს თანამშრომელი კიდევ ერთხელ გადაამოწმებს თქვენს მიერ შეყვანილ ინფორმაციას, რის შემდეგაც გამოჩნდება თქვენი კომპანი ბიზნეს კატალოგში.

 

 

20. რამდენ პირს შეუძლია ჩემი კომპანიის პროფილის რედაქტირება?

თქვენი კომპანიის პროფილის რედაქტირება შეუძლია თქვენი კომპანიის ხელმძღვანელის მიერ ავტორიზებულ ერთ პირს.


21. ერთი კომპანიიდან რამდენ თანამშრომელს აქვს წვდომის უფლება?

ერთი კომპანიიდან 12 თვიანი კონტრაქტის ფარგლებში წვდომის უფლება აქვს მინიმუმ 1 მომხმარებელს. დამატებითი მომხმარებლის ჩართვა განისაზღვრება კონტრაქტის პირობების მიხედვით. თითოეული თანამშრომელი შეძლებს შესვლას საკუთარი ელ.მისამართითა და კოდური სიტყვით მხოლოდ იმ კომპიუტერიდან საიდანაც გაივლის რეგისტრაციას.


22. შემიძლია თუ არა კომპანიის პროფილზე ავტვირთო ლოგო?

დიახ, შეგიძლიათ თუმცა, თქვენს პროფილში და კომპანიების ჩამონათვალში ლოგო საჯარო გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეძენილი გაქვთ სარეკლამო სივრცე ლოგოსთვის. თუ საკთარი კომპანიი პროფილს განაახლებთ, ლოგოს განთავსების უფლება გერგებათ ბონუსად 6 თვის განმავლობაში.


23. შემიძლია თუ არა კომპანიის, პროდუქტის, სერვისის შესახებ დავამატო ტექსტური ინფორმაცია?

დიახ, შეგიძლიათ თუმცა, თქვენს პროფილში და კომპანიების ჩამონათვალში ტექსტი საჯარო გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეძენილი გაქვთ სარეკლამო სივრცე ტესქტისთვის. ტესქტის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიმბოლოს.


24. შემიძლია თუ არა ავტვირთო ფაილები?

დიახ. თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაცია ან ფასების ჩამონათვალი .pdf ფორმატში ატვირთოთ მარკეტინგული ინფორმაციის ნაწილში, ხოლო ფინანსური დოკუმენტაცია ფინანსური ინფორმაციის ნაწილში.


25. ვისთვის არის ხელმისაწვდომი ჩემი კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია?

Bcat.ge–ზე განთავსებული დეტალური ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირებისათვის, რომელთაც შეძენილი აქვს Bcat.ge–ზე წვდომის უფლება.


26. შემიძლია თუ არა მივიღო სტატისტიკა, რამდენჯერ დათვალიერდა ჩემი კომპანიის პროფილი?

დიახ. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია,თუ რამდენჯერ დათვალიერდა თქვენი კომპანიის პროფილი კონკრეტული დროის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ BIA–ს კლიენტთა მომსახურების სამსახურს შემდეგ ნომერზე +99532 219 55 55 ან ელ. მისამართზე: sales@bia.ge და მიიღოთ ეს მომსახურება. (ეს მომსახურება ფასიანია).


27. რას ნიშნავს კომპანიის პროფილზე გამოსახული ვარსკვლავები?

კომპანიის პროფილი შედგება რამდენიმე სექციისგან:

  • ზოგადი ინფორმაცია (6 ძირითადი ველი)
  • ინფორმაცია მენეჯმენტის შესახებ (4 ძირითადი ველი)
  • მარკეტინგული ინფორმაცია (20 ძირითადი ველი)
  • ფინანსური ინფორმაცია (11 ძირითადი ველი)
  • PRexchange

თუ კომპანიის წარმოამდგენელმა სრულად უპასუხა ყველა საინფორმაციო კრიტერიუმს, კომპანიის პროფილს ენიჭება 5 ვარსკვლავი. ვარსკვლავების რაოდენობა მნიშვნელოვანია კომპანიის ჩამონათვალში პოზიციონირების კუთხით, რაც უფრო მეტი ვარსკვლავი აქვს კომპანიას, მით უფრო საწყის პოზიციებზე განთავსდება ჩამონათვალში. 5 ვარსკვლავიანი კომპანიები ექცევიან სათავეში, 1 ვარსკვლავიანი კომპანიები კი ჩამონათვლის ბოლო რიგებში ხვდებიან.

1 ბოლო ვარსკვლავი ენიჭება კომპანიას თუ PRexchange.ge-ზე ანთავსებს კომპანიის მენეჯერი კომპანიის სიახლეებს, აქციებსა და სხვა ღონისძიებებს

2 საინფორმაციო ველის შეუვსებლობის "კონფიდენციალურად"/"უცნობად" დატოვების შემთხვევაში, კომპანიის პროფილს აკლდება 0,5 ვარსკვლავი

3 საინფორმაციო ველის შემთხვევაში – 0,75 ვარსკვლავი

4 საინფორმაციო ველის შემთხვევაში – 1 ვარსკვლავი და ა.შ.


 

 

28. როგორ მოექცეს ჩემი კომპანია ჩამონათვლის სათავეში თუ მას არ აქვს 5 ვარსკვლავი?

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სარეკლამო მომსახურება TOP 5 ან TOP 10 და თქვენი კომპანია მოხვდება ჩამონათვლის პირველ რიგებში, მიუხედავად ვარსკვლავების არასაკმარისი ოდენობისა.

 

 

 

29. როგორ დავრეგისტრირდე PRexchange.ge –ზე?

დაგვიკავშირდით registration@prexchange.ge ან +99532 219 55 55. იკითხეთ ქ–ნი ქეთევან მამადაშვილი.

 

 

 

30. როცა კომპანიის პროფილს ვათვალიერებ, ველები: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსური ინფორმაცია ცარიელია

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ გაქვთ შეძენილი ბიზნეს კატალოგში წვდომის არცერთი პაკეტი.

 

 

 

31. „ბიზნეს კატალოგის“ გაფართოებულ ძიებაში ვერ შევდივარ სახლიდან

თქვენ სახლის ან სხვა კომპიუტერიდან ვერ შეხვალთ, რადგან თქვენი კორპორატიული ანგარიში მიბმულია თქვენი კომპანიის IP მისამართზე.

 

 

 

32. მივიღე პროდუქტის ინვოისი, რომელიც არ შემიძენია, ვის მივმართო?
შეიძლება თქვენ მოთხოვნა რომელიმე დოკუმენტზე მოათავსეთ კალათაში და გამოგეგზავნათ ინვოისი. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბიას კლიენტთა მომსახურების პერსონალს ნომერზე: 032 2 19 55 55 .

 

33. ხართ თუ არა დ.ღ.გ–ს გადამხდელი?

დიახ.

 

 

 

34. როგორ მოვიქცე თუ პაროლი დამავიწყდა ?

პაროლის განახლებისთვის თქვენ უნდა გადახვიდეთ მთავარი გვერდიდან სისტემაში შესვლის (რეგისტრაციის გვერდზე) და აირჩიოთ ფუნქცია „პაროლის აღდგენა". ამის შემდეგ თქვენ მეილზე გადმოგეგზავნებათ ახალი პაროლის აქტივაციის ინსტრუქცია.

 

 

35. გაფართოებული ძიების დროს მოვნიშნე რამოდენიმე კრიტერიუმი, როგორც სორტირებაში ასევე ინფორმაციის გამოტანის ველში, და შედეგებში გადასვლისას მონიშნულები გაქრა

ეს ნიშნავს იმას რომ სესიის დრო ამოიწურა. სამწუხაროდ, თავიდან მოგიწევთ კრიტერიუმების მონიშვნა. სესიას ვადა გადის 30 წუთში.

 

36. მსურს სტანდარტული პროდუქტის შეძენა, როგორ მოვიქცე?

გაიარეთ მომხმარებლის რეგისტრაცია, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დოკუმენტი, ჩააგდეთ თქვენს კალათაში. BIA–ს თანამშრომელი თქვენს მიერ მითითებულ ელ. მისამართზე გადმოგიგზავნით ინვოისს. თანხის გადახდის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე მოგივათ დოკუმენტის გადმოწერის ბმული.

 

 

 

37. ერთი და იგივე დოკუმენტი "მზა პროდუქტებიდან" რამდენჯერ შეიძლება გადმოვწერო?

2–ჯერ.

 

 

38. რას ნიშნავს სორტირება?

სორტირება ნიშნავს გაფართოებულ ძიებაში – „მოიძიეთ ახალი კლიენტები“ , „იპოვეთ ბიზნესმენი“ კონკრეტული კრიტერიუმების მონიშვნას და არჩეული კრიტერიუმების მიხედვით კომპანიების ან სასურველი მონაცემების დალაგებას.

 

 

 

39. რას ნიშნავს ექსპორტირება/გადმოტვირთვა?

ექსპორტირება ნიშნავს გაფართოებულ ძიებაში – „მოიძიეთ ახალი კლიენტები“ ან „იპოვეთ ბიზნესმენი“ კონკრეტული კრიტერიუმების მონიშვნას, არჩეული კრიტერიუმების მიხედვით კომპანიების ან სასურველი მონაცემების დალაგებასა და მიღებული შედეგის .xls ფორმატში გადატანას.


დაუკავშირდით BIA-ს
+995 32 2 195 555