GEO   ENG
ელ-ფოსტა პაროლი  
პაროლის აღდგენა  
Business Catalog

კომპანიის შესახებ


სს. "ბია" - Business Information Agency წამყვანი კომპანიაა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში.

სს. "ბია" მართავს საქართველოში დარეგისტრირებული ყველა კომპანიის შესახებ ბიზნეს ინფორმაციის ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზებს, რომლის მეშვეობითაც უცხოელი ინვესტორებს აცნობს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მათ ნებისმიერი ქვეყნის ბიზნესკლიმატის, ბაზრების ცალკეული სეგმენტებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციით. BIA საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი კომპანიების პარტნიორს გლობალური ბიზნეს ინფორმაციის მონაცემთა ბაზების განვითარების სფეროში.

BIA–ს ასევე გააჩნია მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მსოფლიოს 150–ზე მეტ ქვეყანაში 200 მილიონ კომპანიაზე: კომპანიების პროფილები, მარკეტინგული სიები, კორპორატიული შტო და კავშირები. BIA–ს მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ, შეაფასოთ და გადაამოწმოთ თქვენი პოტენციური და არსებული პარტნიორები, გააანალიზოთ თქვენი ბიზნესის რისკები მათთან მიმართებაში და გააფართოვოთ ბიზნესი.

"ბიას" დამფუძნებელმა ორგანიზაციამ შპს "ეროვნულმა საკრედიტო ინფორმაციის ბიურომ" 2005 წელს პარტნიორებთან ერთად დაარსა „კრედიტინფო საქართველო“. ამ ხნის მანძილზე მან პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა ისეთ უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა D&B (Duns and Bradstreet) და KOMPASS INTERNATIONAL.



დაუკავშირდით BIA-ს
+995 32 2 195 555